Thursday, October 15, 2009

პროექტის სახელი; ბირთვული ენერგია


პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით; ელექტრონებისა და რადიოაქტივობის აღმოჩენამ აჩვენა,რომ ატომი განუყოფელი არ არის.ცდამ კი რეზერფორდი მიიყვანა იმ აზრამდე, რომ ატომში არსებობს დადებითად დამუხტული ბირთვი,რომელშიც თავმოყრილია ატომის მთელი მასა.

პროექტის სრული აღწერა; ატომის პლანეტარული მოდელის შექმნის შემდეგ მეცნიერების წინაშე დაისვა საკითხი: რისგან შედგება თვით ბირთვი?1914 წელს რეზერფორდმა აღმოაჩინა ის "აგურები", რომლისგანაც ბირთვი შედგება.იგი მძლავრი კათოდური სხივებით ასხივებდა წყალბადის ატომებს.ცდის ბოლოს წყალბადის ნეიტრალური ატომის მაგივრად მან მიიღო წყალბადის დადებითად დამუხტული იონები, რომელთა მუხტი ელემენტარული მუხტის ტოლი აღმოჩნდა.რეზერფორდმა ამ ნაწილაკს პროტონი უწოდა.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბირთვის შემადგენელი ნაწილაკები:დადებითად დამუხტული პროტონი და უმუხტო ნეიტრონი,რომელთა მასები დაახლოებით ტოლია. ამ ნაწილაკებს შორის ბირთვში მოქმედებს ძლიერი ურთიერთქმედების ძალები,რომლებიც აღემატება ელექტრულ და გრავიტაციულ ძალებს, თუმცა მათი მოქმედების რადიუსი მცირეა.
კლასიკური ფიზიკის თვალსაზრისით ატომბირთვების არსებობის ახსნა შეუძლებელია.კვანტური ფიზიკა ატომბირთვების არსებობას ხსნის ბირთვული ძალებით.ბირთვული ძალები თავისი ბუნებით სრულიად განსხვავდება გრავიტაციული და ელექტრომაგნიტური ძალებისგან.
ბირთვული ძალები დაახლოებით 100-ჯერ აღემატება ელექტრომაგნიტურ ძალებს.ეს ძალები ბუნებაში მძლავრია,ამიტომ ბირთვული ნაწილაკების ურთიერთქმედებას ძლიერ ურთიერთქმედებას უწოდებენ.
ბირთვის ცალკეულ ნაწილაკებად გახლეჩვისთვის აუცილებელია შესრულდეს მუშაობა ბირთვული ძალების დასაძლევად,ე.ი. ბირთვს მივანიჭოთ გარკვეული ენერგია.პირიქით, თავისუფალი ნუკლონების შეერთებისას[ბირთვის წარმოქმნისას]
გამოიყოფა ენერგია.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა,რომელიც დგას კაცობრიობის წინაშე, არის ენერგიის წყაროების ძიება.
ენერგომომარაგებაში უდიდესი წვლილი აქვს ბირთვულ ენერგეტიკას.
1942 წელს ენრიკო ფერმის ხელმძღვანელობით ამერიკაში აიგო პირველი ბირთვული რეაქტორი.
მონაწილეთა ასაკი;13_14 წელი.

ვადები|ხანგრძლივობა:1 თვე.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ინფორმაციის დამუშავება,მასალის მოძიება ინტერნეტიდან, წიგნებიდან და ინფორმაციის დახარისხება.


მოსალოდნელი შედეგები|პროდუქტები:პირველ რიგში უნდა განისაზღვროს პრობლემა,რისი გადაჭრაც გვსურს. ჩამოყალიბდეს მიზანი ანუ რისი მიღწევაც გვსურს.

სარგებელი სხვებისთვის :მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ბლოგის გაკეთება
და პარალელურ კლასებში პრეზენტაციის გაკეთება.

სამუშაო ენა:ქართული.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არ მიუღიათ მონაწილეობა.

საგნებთან| საგნობრივ ჯგუფებთან| ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქიმია,ბიოლოგია.

პროექტის ფასილიტატორი:ხათუნა კვირიკაშვილი.

ფასილიტატორის ელ.ფოსტა:x.kvirikashvili@gmail.com

პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი| ბლოგი:
http://xatunakvirikashvili.blogspot.com/